ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის 203 ნომერში, იყიდება ლოფტის სტილის ბინა პრაქტიკული განლაგებით, კარგი ზომის ოთახებითა და ყველა საჭირო საცხოვრებელი პირობით.
ბინაში არსებული ავეჯი და ტექნიკა უმაღლესი ხარისხის არის. საძინებლებში დაგებულია სამშრიანი მუხის ხის იატაკი, ავეჯი არის მუხის და კაკლის. ბინას აქვს დომოფონი, უსაფრთხოების ნორმები დაცულია. აივანი არ არის ცენტრალური გზის მხარეს, რაც უზრუნველყოფს სიმყუდროვეს. დღის პირველ ნახევარში მუდმივად მზიანია. მანძილი ნაძალადევის მეტროდან ფეხით 7 წუთი.
საცხოვრებელი კორპუსი დეველოპერულმა კომპანია "კონსოლმა" 2019 წელს ააშენა. კორპუსს აქვს ორი სამგზავრო ლიფტი, დაცული სადარბაზო. პირველ სართულზეა სუპერმარკეტები.
ბინის დასათვალიერებლად ვიზიტი იჯავშნება 24 საათით ადრე.
ბინის საკადასტრო კოდი: 01.12.13.016.060.01.01.047