კედარო ჯგუფი უძრავი ქონების სერვისების კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია:
საცხოვრებელი, ბიზნეს და საინვესტიციო უძრავი ქონებების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება;
ქონებისა და ბიზნესის შეფასება, საინვესტიციო კონსულტირება;
მშენებლობა, რემონტი, დასუფთავება;
არქიტექტურული პროექტის მომზადება;
იურიდიული მომსახურება.
გარდა ამისა, კედარო ჯგუფი ახდენს ინვესტორის დაკვეთის დამუშავებას და საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე შესაბამის ქონების მოძიებას.
კედარო ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს ყველა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, რომელიც ნებისმიერი ფორმით კავშირშია უძრავი ქონების ინდუსტრიასთან და ამ გზით უზრუნველყოფს მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას.
მისია და ხედვა
კედარო ჯგუფის მიზანია საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი მიუახლოვდეს ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს, რისთვისაც კომპანია არ ზოგავს შრომას. ამისათვის, კედარო ჯგუფი მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე და აქტიურადაა ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.
კედარო ჯგუფი 2022 წლიდან შეუერთდა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაას და იზიარებს მათ სურვილს და ხედვას - უძრავი ქონების საბროკერო კომპანიების ჩართულობით, შეიქმნას შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს ამ საქმიანობას და იქნება ყველა მხარისთვის უსაფრთხოების გარანტი.
ჩვენი გუნდი ღიაა თანამშრომლობისთვის და ჩვენი ხედვაც ასეთია - ძალა ერთობაშია!
ღირებულებები
კეთილსინდისიერება
ჩვენი გუნდის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს კეთილსინდისიერება, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რეპუტაცია. ჩვენი გუნდის წევრების საქმიანი ისტორია მოიცავს 1000-ზე მეტი კლიენტის დადებით უკუკავშირს და მათი მხრიდან მუდმივ რეკომენდაციას, რისთვისაც ჩვენ მადლიერები ვართ!
პროფესიონალიზმი
არანაკლებ მნიშვნელოვანია უძრავი ქონების ბროკერი/რეალტორი იყოს თავისი საქმის პროფესიონალი. შესაბამისად, ჩვენი გუნდი იყენებს ყველა შესაძლებლობას, აიმაღლოს კვალიფიკაცია ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე.
მიზნები
კედარო ჯგუფის მიზანია გახდეს უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეთა კოლაბორაციის ეფექტური პლატფორმა, რათა კლიენტმა მაქსიმალურად მოკლე დროში ეფექტური სერვისი მიიღოს.
კედარო ჯგუფის მიზანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი მიუახლოვდეს ამერიკულ სტანდარტებს. ამისათვის, კომპანია მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე და აქტიურადაა ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში.
გუნდის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს კეთილსინდისიერება, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რეპუტაცია. გუნდის წევრების საქმიანი ისტორია მოიცავს 1000-ზე მეტი კლიენტის დადებით უკუკავშირს და მათი მხრიდან მუდმივ რეკომენდაციას
კედარო ჯგუფის მიზანია გახდეს უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეთა კოლაბორაციის ეფექტური პლატფორმა, რათა კლიენტმა მაქსიმალურად მოკლე დროში ეფექტური სერვისი მიიღოს.