ეკატერინეს შესახებ
საინვესტიციო მოლაპარაკებების მართვის მენეჯერი, დამფუძნებელი
- ტელ: 595018249
- ელ-ფოსტა: ekaterinetchigladze@gmail.com
- ვებ-გვერდი: www.kedarogroup.ge
- ქალაქი: თბილისი
მიყვარს საქმე, რომელსაც 7 წელია ვემსახურები. მუდმივად წინ ვაყენებ დამკვეთის ინტერესს და არ ვუშინდები გამოწვევებს. გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ ამ სფეროში მთავარი ნდობა და ხარისხია. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიყო პასუხისმგებლიანი და დამკვეთს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდეს ჩემი იმედი. გაცნობიერებული მაქვს რამდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა, ამიტომ მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები თითოეულ მოლაპარაკებას. ამის დასტურია წლის განმავლობაში ათეულობით ექსკლუზიური გარიგება, რომელიც პირადად ჩემს პორტფელს მოიცავს.
შედეგები
გამოცდილება
ბედნიერი კლიენტი
პროექტი
წარმატებული გარიგება
რეზიუმე
სერთიფიკატები
ლიდერი უძრავი ქონების ინდუსტრიაში
25.04.3023
უძრავი ქონების ბიზნეს ინსტიტუტი (REBI)
CRB კურსი განკუთვნილია პროფესიული სტანდარტების ამაღლების, ინდივიდუალური და ოფისში მუშაობის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად. კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: როგორ გახდე გაყიდვების პროფესიონალი; საკუთარი მმართველობის სტილის შეფასება-დაკორექტირება ინდივიდუალურად და სიტუაციიდან გამომდინარე; პასუხისმგებლობის ამაღლებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება; სწავლების პროგრამის შედგენა-ჩატარება;
რეალტორთა ეთიკის კოდექსის ტრენინგი
2022, October 25
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია
სასწავლო მიზნები და კრიტერიუმები დადგენილია რეალტორთა ეთიკის კოდექსის მიერ.
გზამკვლევი უძრავ ქონებაში
2020 , November 11
ჰენლის ბიზნეს სკოლა
ონლაინ კურსი იკვლევდა უძრავი ქონების სამყაროს, ლონდონში, დიდ ბრიტანეთში მსხვილი დეველოპერის განხორციელებული პროექტის მაგალითზე. კურსმა ხაზი გაუსვა კარიერას უძრავი ქონების ინდუსტრიაში და წარმოადგინა გზამკვლევი უძრავი ქონების სექტორში არსებული მიმართულებების შესახებ.
კვალიფიკაცია
რეალტორი®️
2022, December 20
ამერიკის რეალტორთა ასოციაციის წევრი
REALTOR®️ ამერიკის რეალტორთა ასოციაციის სამარკო ნიშანი და სტატუსია. აღნიშნული სტატუსის მინიჭების უფლება საქართველოში, მხოლოდ უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციას აქვს, რომლის წევრიც "კედარო ჯგუფი" უკვე მეორე წელია.უძრავი ქონების შემფასებელი
2020 , November
შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი
უძრავი ქონების საშემფასებლო საქმიანობა პროფესიული საქმიანობაა, რომელიც დაკავშირებულია უძრავი ქონების ღირებულების შეფასებასა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევასთან.სერვისები
საინვესტიციო მოლაპარაკება
"კედარო ჯგუფი" შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ხარჯზე, უზრუნველყოფს მომგებიანი საინვესტიციო გარიგებისთვის, მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას.
უძრავი ქონების შეფასება
უძრავი ქონების შეფასება გულისხმობს მიწის, საცხოვრებელი თუ კომერციული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენას მოცემული მომენტისთვის.
ბიზნეს კონსულტაცია
საქართველოს საინვესტიციო ბაზრის რისკების ანალიზი და მისი მინიმალიზაცია არის "კედარო ჯგუფის" ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რათა უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი პარტნიორებისთვის იყოს უსაფრთხო და სტაბილური.
გაქირავების მენეჯმენტი
უძრავი ქონების იჯარით გაცემა როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე საერთაშორისო კომპანიებსა და სამთავრობო დაწესებულებებზე. იჯარის მოქმედების პერიოდში ქონების სრული მართვა - კონტრაქტის გაფორმება, ყოველთვიური მონიტორინგი, დასუფთავების სერვისი, დაზღვევა.