იყიდება ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, "გუმბათის" საცხოვრებელ კომპლექსში,ზღის ხედით, ამერიკაში მოღვაწე დიზაინერის, თინათინ კილაბერიძის დიზაინით დაპროექტებული ბინა. თითოეული დეტალი ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და ქმნის დაუჯერებელ სიმყუდროვეს.
ინტერიერში გამოყენებული მასალა უმაღლესი ხარისხის არის და ექსკლუზიურად მხოლოდ ამ ბინისთვის შექმნილი
ინვენტარის უმეტესობა ჩამოტანილია ამერიკიდან და ცენტრალური ევროპიდან.
ცნობისთვის, დიზაინერი დღეისათვის უმეტესად პერსონალურ პროექტებზე მუშაობს, ძირითადად სახლების დიზაინზე. სახალხო პროექტებიც გაუკეთებია, მაგალითად, ეკლესია და ბიბლიოთეკა ვილტონში. აქვს საკუთარი, ლიმიტირებული ხის ავეჯის ხაზი. თანამშრომლობს Valerie Goodman Gallery-სთან.