“კედარო ჯგუფი" სტამბულის უძრავი ქონების საერთაშორისო კონგრესზე
სტამბულში წლის მნიშვნელოვანი ღონისძიება - უძრავი ქონების საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ღონისძიებას “კედარო ჯგუფის” დამფუძნებლები - ეკატერინე ჭიღლაძე და ნინი ოსეფაშვილი დაესწრნენ.
კონგრესზე უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. სპიკერების მხრიდან ხაზი გაესვა უძრავი ქონების კომპანიების ეფექტური მუშაობისთვის განსაზღვრულ რეგულაციებს და სახელმწიფოს მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას. განიხილეს საერთაშორისო ბაზრის სტატისტიკა და განვითარების პერსპექტივები, განათლებისა და ტრენინგების მნიშვნელობა სექტორში. ასევე, ტექნოლოგიების გამოყენება უძრავი ქონების სფეროში (ონლაინ ხელშეკრულებები, ელექტრონული ბაზები, რომელიც სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურს გადაეცემა) ტექნოლოგიური აპლიკაციები უძრავ ქონებაში. ხაზი გაესვა საერთაშორისო ინვესტორების წილს თურქულ ბაზარზე.
ღონისძიება TÜGEM & ITO International Real Estate Congress-ის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც 300-ზე მეტი უძრავი ქონების კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებას, საქართველოდან უძრავი ქონების კომპანიების - Kedaro Group, Binarea, Sakura Properties, Tbilisi Homes და Kidobani- ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.