კომპანია "კედარო ჯგუფი" უკვე სამი წელია, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში, მენეჯმენტის განსხვავებულ მიდგომას იყენებს.
კომპანიის ძირითადი მიმართულება ძველი თბილისის საინვესტიციო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებაა და ამ პროცესს უმეტეს შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეებისგან მინიჭებული ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს.
მართვის ეს სტილი გულისხმობს პირველ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზრის კვლევას, შეფასებას, ფასის დადგენას, გაყიდვისთვის საჭირო მარკეტინგულ აქტივობებს, პოტენციურ მყიდველთან მოლაპარაკების პროცესის მართვას, იურიდიულ თუ საბანკო პროცედურებში დახმარებას, შესაბამის ფინანსურ დანახარჯს და საბოლოოდ, გარიგების წარმატებით დასრულებას.
" 7 წელია, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა კომპანიამ ამ პროფესიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჩვენივე დიდი დამსახურებაა მოსახლეობაში საქმიანობისადმი ცნობიერების ამაღლება, რამაც საბოლოოდ გააუმჯობესა სერვისის ხარისხი. ჩვენმა დამკვეთებმა, ინვესტორებმა კარგად იციან, რომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ან გაქირავების პროცესის პასუხისმგებლიან კომპანიაზე გადაბარება, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ მოდელით მაქსიმალურად იზოგება დამკვეთის დრო, ფინანსები და ენერგია. ყველა ქმედებას, რაც კონკრეტული ქონების მართვას სჭირდება, "კედარო" საწყისიდან საბოლოო ეტაპამდე, თავისი ფინანსური და ადამიანური რესურსით ახორციელებს. ჩვენი წარმატება განვითარებისკენ ჩვენმა დაუღალავმა ბრძოლამ განაპირობა, რადგან ეს არის სფერო, სადაც ცოდნის, ინფორმაციის, ნდობისა და გამოცდილების დეფიციტია, რის გამოც საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. ახლა კი მზად ვართ საზოგადოებას, ვუთხრათ, რომ ჩვენი კომპანიის შედეგები საუბრობს ჩვენს სანდოობაზე, პროფესიონალიზმსა და სერვისის საჭიროებაზე"-, ამბობს ეკატერინე ჭიღლაძე.
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ფიზიკურ პირებთან, ასევე სამშენებლო კომპანიებთან. დამფუძნებელი ირწმუნება, რომ თანამშრომლობის გადაწყვეტილებას კომპანიაში მარტივად არ იღებენ.
"ჩვენი კომპანია განსხვავდება ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან, რადგან გვაქვს გუნდურობაზე, სანდოობაზე დაფუძნებული კორპორატიული კულტურა და ფასეულობები. უძრავ ქონებას გააჩნია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ღირებულება. ჩვენ არ შევდივართ გარიგებაში, სადაც ეს ბალანსი დაცული არ არის და არსებობს თუნდაც მცირედი საფრთხე იმისა, რომ მომხმარებელი დარჩეს იმედგაცრუებული, ან მოტყუებული. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით თითოეულ მოლაპარაკებას. ნებისმიერი პირი, რომელიც გვანდობს საკუთარ ქონებას თუ ფინანსებს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის დაკვეთას მაქსიმალური სიზუსტით ვასრულებთ. ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაც და უპირველესი ამოცანაც ",- ამბობს "კედაროს" დამფუძნებელი.
კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს ისეთი სერვისისების განვითარებას, როგორიც არის არქიტექტურული მომსახურება, სარემონტო სამუშაოები და დალაგების სერვისი.
ცნობითვის, "კედარო" უძრავი ქონების სერვისების კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულება ძველი თბილისის საცხოვრებელი, კომერციული თუ საინვესტიციო უძრავი ქონების შეფასება, ყიდვა-გაყიდვა, გაქირავებაა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ყველა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, რომელიც სხვადასხვა ფორმით კავშირშია უძრავი ქონების ინდუსტრიასთან და ამ გზით უზრუნველყოფს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას.
"კედარო" 2020 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ოპერირებს ბაზარზე. კომპანია ამერიკის რეალტორთან ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრია.
წყარო: https://www.businessinsider.ge/ka/kedaro-jgufi-udzravi-konebis-ekskluziuri-martvis-praktikas-amkvidrebs?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR2o5NyPoiL8e7OSdLdGAGQ_TXhTlPtIuTs-SjmlA_CjoaCrGY8_V1Hv5Vs_aem_ARZTirs4luPDvVmwdjPpuvx0YVx6AJSB0ogAI4omUTHUJp0T2RwVtVVc0cJOpIsYJ0Y4NPNCITR8zjNs-olHcuqY