იყიდება მოქმედი 12-ნომრიანი სასტუმრო Ornament Boutique Hotel
თბილისის ისტორიულ ნაწილში, მოსე თოიძის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო მოიცავს ჯამში 12 ნომერს, რომლიდანაც 9 ორადგილიანი და 3 3-ადგილიანი ნომერია. 6 ნომერს აქვს აივანი.
ნომრების განაწილება
პირველი სართული - 2 ნომერი
მეორე სართული - 4 ნომერი
მესამე სართული - 4
მეოთხე სართული - 2 ნომერი
შენობა 4 წლის აშენებულია, აქვს ბრტყელი გადახურვა, შენობაში უზრუნველყოფილია გათბობა-გაგრილების სისტემა. აქვს ლიფტი, რაც უზრუნველყოფს დამსვენებლების კომფორტულად გადაადგილებას სართულებზე. მეოთხე სართულზე განთავსებული ტერასიდან იშლება მთაწმინდის ხედი, რაც დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ულამაზეს პანორამას ქმნის.
სრული სასარგებლო ფართი 400 კვ. მ
ეზო 60 კვ.მ
უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 01.16.06.044.011