“კედარო ჯგუფი” “ბათუმი აილენდის” პროექტის გაყიდვებში მონაწილეობს
თანამშრომლობის ფარგლებში Kedaro Group თავის დამკვეთებს პროექტში არსებულ ნებისმიერ საინვესტიციო აპარტამენტს ზუსტად ისეთივე პირობებითა და ფასით შეთავაზებს, რაც დეველოპერულ კომპანიას ექნება.
84 ჰექტარზე განთავსებული ხელოვნური კუნძული პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების ადგილი გახდება. მასზე ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა იქნება განთავსებული, მათ შორის იახტკლუბი, აკვაპარკი, საერთაშორისო საკონცერტო დარბაზი, სპორტული მოედნები და საერთაშორისო უნივერსიტეტი.
კუნძულის 49% რეკრეაციულ ზონად არის განსაზღვრული, რაც მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს საშუალებას მისცემს სრულად დატკბნენ ბუნებით, სიმშვიდითა და სხვადასხვა დასასვენებელი აქტივობებით.
კომპანია FK Development აანონსებს, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის პრემიუმ საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ამ პროექტის პარტნიორი იქნება. სწორედ ამ
ბრენდის მიერ იქნება კომპლექსში ბრენდირებული სასტუმროს ნომრები, ავეჯი და სხვა დეტალები.
პროექტის კონცეფცია მოიცავს სავაჭრო ცენტრს, რომელიც პირველ სამ სართულს დაიკავებს. მასში ასევე განთავსდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბრენდირებული რეზიდენციები.
სრული კომფორტის უზრუნველსაყოფად, პროექტი მოიცავს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: 4 საცურაო აუზს, სპა-ცენტრს, ფიტნეს ცენტრს, რესტორნებისთვის განკუთვნილ სამ სართულს და რესტორნის ზემოთ მდებარე ბარს სახურავზე, საიდანაც ქალაქის საუკეთესო ხედები იშლება.
პროექტში განთავსდება საკონფერენციო სივრცე და კაზინო თამაშების მოყვარულთათვის.
აღსანიშნავია, რომ აპარტამენტებში ჭერის სიმაღლე 3.45 მეტრი იქნება, რაც შექმნის სივრცეს და მყუდრო ატმოსფეროს.