საინვესტიციო უძრავი ქონება აბანოთუბანში

"კედარო ჯგუფს" ექსკლუზიურ გაყიდვაში გამოაქვს საინვესტიციო უძრავი ქონება ძველ თბილისში, ე.წ. პურის მოედანთან.

2 სართულიანი შენობა მდებარეობს გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე #19 და განთავსებულია 198 კვ.მ მიწის ფართობზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ფართი თბილისური ეზოს ნაწილია, ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია კერძო საკუთრებად და არ წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებას, შესაბამისად მასზე არ ვრცელდება ამხანაგობის გაერთიენების წესები და შეზღუდვები.

შენობის საყრდენ კედლებზე არ აღინიშნება ისეთი ტიპის ბზარები, რომელიც მის მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს. დამატებითი სიზუსტისთვის ჩასატარებელია საინჟინტო-ტექნიკური ექსპერტიზა.

ამჟამად, შენობაში ფართი განაწილებულია შემდეგნაირად: 

მიწის ფართობი, რაზეც დგას შენობა-ნაგებობა - 198 კვ.მ

სარდაფი 80 კვ.მ

პირველი სართული 122 კვ.მ

მეორე სართული და მანსარდი ჯამში 200 კვ.მ 

ამ დროისთვის თითოეულ სართულს ქუჩის მხრიდან იზოლირებული შესასვლელი აქვს. 

შენობის მახასიათებლები:

საცხოვრებელი ზონა 3

შენობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, თუმცა მას არ აქვს ძეგლის სტატუსი და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები;

K1 0,5

K2 1,5

ფართი, მისი ადგილმდებარეობიდან და პარამეტრებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის:

✔️ სასტუმრო

✔️ კვების ობიექტი

✔️ საოფისე სივრცე

უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასი წარმოადგენს 870 000 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში).

გალერეა