"სურამის ველი" - სააგარაკე მიწის ნაკვეთები მშენებლობის უფლებით
"კედარო ჯგუფს" ექსკლუზიურ გაყიდვაში გამოაქვს სააგარაკე მიწის ნაკვეთები მშენებლობის უფლებით, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად!
სურამისათვის დამახასიათებელი ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემო, სრულიად განსხვავებული ტიპის ახალმშენებარე ტერიტორია, 5 200 კვ.მ რეკრეაციული სივრცით, კომუნიკაციებითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით.
ნაკვეთებთან ახლოს მდებარეობს ნიკორთიის მამათა მონასტერი, ტერიტორიას ესაზღვრება ფიჭვნარი და ფოთლოვანი ტყის ზოლი, სიახლოვეს მოედინება მდინარე.
კომუნიკაციები
ელექტროენერგია
ელექტროენერგია უკვე მიყვენილია ნაკვეთებამდე. ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის გადასახდელი იქნება 600 ლარი.
ბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირის უკვე მიყვენილია ნაკვეთებამდე. ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის გადასახდელი იქნება 400 ლარი.
წყალი
წყალი იყო და არის ამ ადგილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ჩავატარეთ ჰიდროგეოლოგიური კვლევა და მიწის ქვეშ აღმოვაჩინეთ წყლის საკმაო მარაგები. გარკვეულ მონაკვეთებზე ჩატარდა ბურღვითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოეწყო 2 ჭაბურღილი, რითაც შესაძლებელი იქნება სურამის ველის ყველა ნაკვეთის უწყვეტად მომარაგება. გაზაფხულზე ჩატარდება დაქსელვითი სამუშაოები და ფიქსირებული თანხის გადახდის შემდგომ, ყოველ ნაკვეთთან მივა წყლის გაყვანილობა.
მშენებლობის ნებართვა
რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა გასაყიდ ნაკვეთზე გაცემულია მშენებლობის პირველადი ნებართვა, რის საფუძველზეც მყიდველის მიერ შერჩეული პროექტის მიხედვით შესაძლებელი იქნება აგარაკის მშენებლობა
განაშენიანება
2023 წლის შემოდგომაზე დაიწყება ცენტრალური დასასვენებელი პარკის გაშენება. დაწყებულია ავტობანიდან ნაკვეთებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის გაფართოვება-მოწესრიგება, ნაკვეთებამდე მიყვანილია ელექტროენერგიისა (ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის ენერგო პროში გადასახდელი იქნება 800 ლარი) და ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძები (ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის სოკარში გადასახდელი იქნება 400 ლარი). დასრულებულია ნაკვეთებთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები.
მიწის ნაკვეთების საწყისი ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) წარმოადგენს.