თანამედროვე მრავალბინიანი კომპლექსი რუსთავში

"კედარო ჯგუფი" პარტნიორობის ფარგლებში წარმოგიდგენთ საცხოვრებელ ბინებს მრავალბინიან კომპლექსში "არქი რუსთავი"

საცხოვრებელი კომპლექსი თავისი მრავალფეროვნებითა და ხარისხით ქალაქის ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ახალ სიცოცხლეს შეიტანს.

პროექტი მდებარეობს ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, კეთილმოწყობილ „ლეონიძის სკვერთან“, საიდანაც რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: რუსთავის ცენტრალური პარკი, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრი „რუსთავი მოლი“, ორი საჯარო სკოლა, საცურაო აუზი, სტამბულის ბაზარი.

კომპლექსიდან გადაადგილება მარტივია, როგორც ქალაქის, ისე თბილისის მიმართულებით. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს 10 000 კვ.მ.  გამწვანებულ ეზოს, კეთილმოწყობილ სივრცეს საბავშვო და სპორტული მოედნებით, საბავშვო ბაღს, ღია და დახურულ ავტოსადგომს.

"არქი რუსთავი A" უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება. ერთ-ერთი გამორჩეულია ენერგოეფექტური, გერმანული Ytong-ის სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ნებისმიერ სეზონზე ინარჩუნებს, 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. პროექტის ექსტერიერის მოსაპირკეთებლად გამოიყენება HPL პანელები და მიუნხენური ლესვა, რაც მას დახვეწილს, გამორჩეულსა და თანამედროვეს ხდის.

პროექტში საცხოვრებელი ბინების ფასი იწყება საშუალოდ 900 აშშ დოლარიდან (ექვივალენტი ლარში). ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია 1,2 და 3-საძინებლიანი ბინები სხვადასხვა სართულზე.

ამჟამად დასრულდა მე-2 სართულის სვეტების მოწყობის სამუშაოები; მიმდინარეობს მე-2 სართულის გადახურვის ფილის მოწყობის სამუშაოები და დაიწყო პარკინგის კედლების იზოლაციის სამუშაოები;

დეველოპერული კომპანია ყველაზე კონკურენტუნარიან შეთავაზებას უკეთებს დაინტერესებულ პირებს. შეთავაზება გულისხმობს, როგორც უპროცენტო შიდა განვადებას პროექტის დასრულებამდე, ასევე გარანტირებულად, შემოსავლების დადასტურების გარეშე საბანკო გრაფიკზე გადასვლას.

კომპანია თითოეულ პროექტში რჩება მენეჯმენტში და უზრუნველყოფს მუდმივად ეზოების, გამწვანების, სადარბაზოსა და საერთო სარგებლობის ყველა სივრცის მოვლა-პატრონობას. 

ცნობისთვის, დღეისათვის, კომპანია "არქის" საქართველოს მასშტაბით 49 დასრულებული პროექტი აქვს და სოციოლოგიური კვლევების შედეგად, ცნობადობის კუთხით ქვეყანაში პირველი კომპანიაა.

"კედარო ჯგუფი" უკვე ორი წელია "არქის" პარტნიორი საბროკერო კომპანიაა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მომხმარებელი დააბინავა სხვადასხვა პროექტში. 

კომპლექსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის მართვის მენეჯერს, ეკატერინე ჭიღლაძეს

Gallery